www.forestinstitute.ge
home Sitemap ENG  





საწყისი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვ.გულისაშვილის სახელობის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტი დაარსდა 1945 წელს. ინსტიტუტი აწარმოებს როგორც ფუნდამენტურ, ისე გამოყენებით კვლევებს სატყეო მეურნეობის სფეროში.

ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია.

  • ტყის ბიოლოგია-ეკოლოგიის პრობლემების შესწავლა;
  • ტყის სოციალური და ეკოლოგიური (ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, სანიტარიულ-ჰიგიენური, რეკრეაციული და სხვ.) ფუნქციების შესწავლა;
  • ტყის აღდგენა-განახლების ახალი ტექნოლოგიების შემუშავება;
  • ტყის მავნე ორგანიზმების ბიოლოგია-ეკოლოგიის შესწავლა და მათთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების დამუშავება;
  • ტყით სარგებლობის მეცნიერულად დასაბუთებული რაციონალური მეთოდებისა და წესების დამუშავება.

ინსტიტუტის არსებობის პერიოდში მეცნიერ თანამშრომელთა მიერ გამოცემულია: მონოგრაფია – 112, სამეცნიერო შრომატა კრებულის - 39 ტომი, კავკასიის დენდროფლორის – 6 ტომი, სამეცნიერო სტატიები – 2445.

ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია საცდელი სადგურები და საწარმოო-ექსპერიმენტალური მეურნეობები:

  • ახალდაბის სატყეო-საცდელი სადგური
  • წაღვერის ტყის დაცვის და ბიოკონტროლის სამეცნიერო-კვლევითი სადგური
  • ზონალური სატყე-საცდელი სანერგე.

შესწავლილია მთის ტყეების შემქმნელი მერქნიანი და რელიქტური, ენდემური სახეობების გენეზისი, ბიოეკოლოგია, გეოგრაფია და მათი ზრდა-განვითარების, ფორმირების ბუნებრივი თავისებურებები გარემო პირობებთან დაკავშირებით, მერქნით უწყვეტი სარგებლობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. დამუშავდა სატყეო ტიპოლოგიის ახალი ორიგინალური მიმართულება.

გამოვლენილია სხვადასხვა ფორმაციის მთის ტყეების ჰიდროლოგიური და ეროზიის, სელსაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო დაცვითი როლი და შემუშავებულია მათი დაცვა-აღდგენის ღონისძიებები. შესწავლილია მინდორსაცავი ტყის ზოლების გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე ბუნებრივ-კლიმატური ზონების მიხედვით.

დამუშავებულია დეგრადირებული, დაბალფასიანი ტყის კორომების, რეკონსტრუქციის მეთოდები, მთავარი მერქნიანი და კაკალნაყოფიანი სახეობების სელექციის აქტუალური საკითხები.

შესწავლილია ტყის მთავარი მერქნიანი სახეობების ანატომიურ სტრუქტურა და კამბიუმის მოქმედების კანონზომიერება ეკოლოგიურ ფაქტორებთან დაკავშირებით.

გამოვლენილია მავნე ტექნოგენური ნარჩენებისა და გამონაბოლქვი აირების გავლენა ქალაქებისა და მათი შემოგარენის ტყეებზე.

შესწავლილია ტყის უმთავრესი მავნე მწერებისა და დაავადებათა გამომწვევი სოკოების ბიოეკოლოგიურ თავისებურებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებულ ღონისძიებები. ახალი მიკრობიოლოგიური პრეპარატებისა და ფერომონების გამოცდა და გამოყენება სხვადასხვა მავნებელთა წინააღმდეგ.

ინსტიტუტში ფართოდ ისწავლება საქართველოს ტყის ნიადაგების ქიმიური, ფიზიკური და წყლიერი თვისებები, მათი ფორმირების, ნაყოფიერებისა და სხვა საკითხები.

შესწავლილია და ამჟამადაც მიმდინარეობს კვლევები ტყის ძირითადი ფორმაციათა ნიადაგების ბიოლოგიურ აქტივობასა და მათში მიმდინარე მიკრობიოლოგიურ პროცესებზე; ცალკეულ ტყის ფორმაციათა გავლენა ნიადაგის მიკროფლორის სახეობრივ შემადგენლობასა და რიცხოვნობაზე.







  Copyright © 2007, Vasil Gulisashvili Forest Institute